08 ოქტომბერი 2024,   09:29
ვრცლად
ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის კომპრომისი მიღწეულია - ბრიტანეთისთვის შეღავათები დაწესდა

ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის კომპრომისი მიღწეულია. ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ ორგანიზაციის წევრი 28 ქვეყნის ლიდერები ევროკავშირში ბრიტანეთის დარჩენის ახალ პირობებზე შეთანხმდნენ.

თავდაპირველად ცნობა ლიტვის პრეზიდენტმა გაავრცელა, მოგვიანებით კი ინფორმაცია დონალდ ტუსკმა და ჟან კლოდ იუნკერმა დაადასტურეს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა მიღწეულ შეთანხმებას "სამართლიანი" უწოდა როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ბრიტანეთისთვის.

დეივიდ კამერონის განცხადებით, შეთანხმების შედეგად ქვეყანას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება, რაც მას საშუალებას მისცემს, ოფიციალური ლონდონის ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ კამპანია განაგრძოს.

რეფორმების გეგმას კამერონი მინისტრთა კაბინეტს დღეს წარუდგენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები