08 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
84 წლის ასაკში იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო გარდაიცვალა. ოჯახის წევრების ცნობით, 84 წლის მწერალი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

უმბერტო ეკომ პირველი და ყველაზე პოპულარული რომანი "ვარდის სახელით’’ 48 წლის ასაკში დაწერა.

ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორმა საერთაშორისო ლიტერატურულ წრეებში აღიარებას წიგნის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში მიაღწია.

წიგნის მიხედვით 1986 წელს ფილმიც გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს შონ კონერი ასრულებს.

უმბერტო ეკოს ბოლო რომანი "ნულოვანი ნომერი’’ 2015 წლის იანვარში გამოქვეყნდა.

დღის ამბები