08 ოქტომბერი 2024,   09:32
ვრცლად
პოლონეთის პრეზიდენტი რუსეთს ახალი ცივი ომის გაღვივებაში ადანაშაულებს

პოლონეთის პრეზიდენტი რუსეთს ახალი ცივი ომის გაღვივებაში ადანაშაულებს - ასე გამოეხმაურა ანდჟეი დუდა ნატო-ს მხრიდან რუსეთის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაზე დიმიტრი მედვედევის მიერ მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას.

"თუ ბატონი მედვედევი საუბროს ცივ ომზე, შეხედეთ რუსეთის ქმედებებს და ნათელი გახდება, ვინ ეძებს ახალ ცივ ომს,"–აღნიშნა სააგენტო როიტერსისთვის მიცემულ ინტერვიუში პოლონეთის ლიდერმა.

დუდას თქმითვე, სწორედ რუსეთია ის, ვინც უკრაინასა და სირიაში აგრესიულ ქმედებებს ახორციელებს და მეზობელ ქვეყნებთან სამხედრო ძალების ყოფნას ზრდის.

 

დღის ამბები