08 ოქტომბერი 2024,   09:38
ვრცლად
ამერიკაში ერთადგილიან საკანში ყველაზე დიდი დროით მყოფი პატიმარი გაათავისუფლეს

ამერიკელი ალბერტ ვუდფოქსი, რომელმაც 43 წელი ერთადგილიან საკანში გაატარა, დღეს გაათავისუფლეს. ყოფილი პატიმარი ლუიზიანას ციხეში 1972 წლიდან იხდიდა სასჯელს.

მას ბრალად შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობა ედებოდა, რასაც შემდგომში ციხეში მომხდარ ბუნტში მონაწილოების ბრალდება დაემატა. ბუნტისას ციხის დაცვის თანამშრომელი დაიღუპა.

ვუდფოქსის დაცვის მხარე აცხადებს, რომ მან 2 მეტრი 3 მეტრზე სიდიდის ოთახში შეერთებულ შტატების ისტორიაში ყველაზე მეტი დრო გაატარა.

დღის ამბები