08 ოქტომბერი 2024,   09:31
ვრცლად
ფიჯის ძლიერმა ციკლონმა გადაუარა - ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ფიჯის ძლიერმა ციკლონმა გადაუარა. ქარის სიჩქარე საათში 325 კილომეტრს აღწევს, თუმცა მეტეოროლოგები შტორმის კიდევ უფრო გაძლიერებას პროგნოზირებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ქვეყნის მასშტაბით კი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სტიქიის გამო შეჩერებულია შიდა და საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ციკლონი მეხუთე კატეგორიის სიძლიერისაა და ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალია.

დღის ამბები