08 ოქტომბერი 2024,   09:31
ვრცლად
ლონდონი მოდის კვირეულს მასპინძლობს

მოდის მოყვარულებმა ნიუ-იორკიდან ლონდონში გადაინაცვლეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ბრიტანეთის დედაქალაქი 80–ზე მეტი დიზაინერის ახალი კოლექციის ჩვენებას უმასპინძლებს.

2016 წლის შემოდგომა–ზამთრის კოლექციებს წარადგენენ ბარბერი, ალექსანდრ მაქქუინი, ტოპშოპი და სხვა ცნობილი ბრენდები.

კრიტიკოსები განსაკუთრებით ელოდებიან ბრიტანული ბრენდის მალბერის დეფილეს, რომელიც პოდიუმს ახალ შემოქმედებით დირექტორთან ერთად უბრუნდება.

ლონდონის მოდის კვირეული სამხრეთ კორეელმა დიზაინერებმა გახსნეს, ჩვენებები კი 22 თებერვლამდე გაგრძელდება.

დღის ამბები