08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
ახალი კოსმოსური სამგზავრო ხომალდი - კოსმოსში გაფრენა 250 ათასი დოლარი ეღირება

კომპანია ვირჯინ გალაქტიკმა ახალი კოსმოსური სამგზავრო ხომალდის პრეზენტაცია გამართა. ხომალდი, სახელწოდებით იუნითი, საზოგადოებას კომპანიის პრეზიდენტმა, რიჩარდ ბრენსონმა, თავად წარუდგინა.

თვითმფრინავი ექვს მგზავრზეა გათვლილი და მისი სიჩქარე ატმოსფეროში ხმის სიჩქარეს 3-ჯერ აღემატება. ხომალდი ტურისტებს დედამიწის ორბიტაზე გაიყვანს, სადაც ისინი 3 წუთის განმავლობაში უწონადობის მდგომარეობაში იქნებიან.

კოსმოსში პირველი ტურისტების გამგზავრებამდე თვითმფრინავმა სახმელეთო და საჰაერო შემოწმებას გაივლის.

წინასწარი ინფორმაციით, ბილეთის სავარაუდო ღირებულიბა 250 ათას დოლარი იქნება.

ვირჯინ გალაქტიკ-ის მიერ შექმნილმა პირველმა კოსმოსურმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რასაც ერთი-ერთი პილოტის დაღუპვა მოჰყვა.

დღის ამბები