08 ოქტომბერი 2024,   09:29
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის საკითხი 23 ივნისის რეფერენდუმზე გადაწყდება

დევიდ კემერონმა ბრიტანეთში რეფერენდუმის ჩატარების თარიღი დაასახელა. მოსახლეობა ქვეყნის ევროკავშირში წევრობის საკითხს კენჭს 23 ივნისს უყრის.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დევიდ კემერონმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების დეტალები გააცნო, რომელიც ბრიტანეთს ორგანიზაციაში განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს და მომუშავე მიგრანტებისთვის სოციალური შეღავათების შეზღუდვას ითვალისწინებს.

საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში დარჩენას ემხრობა. თუმცა, ცნობილია, რომ კემერონის პოზიციას ყველა მინისტრი არ იზიარებს. 

დღის ამბები