08 ოქტომბერი 2024,   09:28
ვრცლად
აშშ-ის ავიაიერიშს ლიბიაში, სავარაუდოდ, ორი სერბი დიპლომატი ემსხვერპლა

შეერთებული შტატების ავიაიერიშს ლიბიაში, შესაძლოა, ორი სერბი დიპლომატიც ემსხვერპლა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოფიციალური დადასტურება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა რამდენადაც მათვის ცნობილია, შეტევის დროს დაღუპულთა შორის რამდენიმე უცხოელია.

სერბეთის საელჩოს თანამშრომლები მებრძოლებმა 2015 წლის ნოემბერში გაიტაცეს. ამერიკულმა მოიერიშეებმა ლიბიაში ისლამურის სახელმწიფოს საწვრთნელი ბანაკი გუშინ დაბომბეს.

იერიშის დროს 40–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაჯგუფების ერთ–ერთი ლიდერიც.

დღის ამბები