08 ოქტომბერი 2024,   09:30
ვრცლად
სროლა მიჩიგანში - დაღუპულია 6 ადამიანი

სროლას მიჩიგანის შტატში 6 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა ქალაქ კალამაზუში მოხდა, სადაც შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადგილას უმისამართო ცეცხლი გახსნა.

4 ადამიანი რესტორანში დაიღუპა, ორი კი კომპანიაში, სადაც ავტომობილებს ყიდდნენ. სროლის შედეგად დაიჭრა სამი ადამიანიც.

გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს, მანქანით გადაადგილდებოდა და სამიზნეებს ისე არჩევდა.

დაკავებული 50 წლამდე მამაკაცია.

გამოძიება დანაშაულს რამდენიმე საათით ადრე ავტომობილების სადგომზე მომხდარ ინციდენტს უკავშირებს, სადაც სროლის შედეგად ერთი ქალი მძიმედ დაიჭრა. 

დღის ამბები