08 ოქტომბერი 2024,   09:29
ვრცლად
ბაშარ ასადი სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას შეერთებულ შტატებს აკისრებს

ბაშარ ასადი სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას შეერთებულ შტატებს აკისრებს.

ფრანგული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში სირიის ლიდერმა განაცხადა, რომ არ არსებობს რუსეთის ავიაციის მიერ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის არც ერთი მტკიცებულება.

"ისინი ძალიან ზუსტები არიან შეტევებში და ყოველდღიურად მიაქვთ იერიში ტერორისტების ბაზებსა და პოზიციებზე. ეს ამერიკელებმა მოკლეს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე ქვეყნის ჩრდილოეთში,"– აცხადებს ბაშარ ასადი.

ინტერვიუს დროს სირიის ლიდერმა ქვეყანაში თურქეთისა და საუდის არაბეთის შესაძლო შეჭრაზეც ისაუბრა.

ასადის თქმით, თუ ანკარა და ერ რიადი სირიაში სამხედრო კონტინგენტს გაგზავნიან, მათ დამასკო ტერორისტების მსგავსად მოექცევა. 

დღის ამბები