08 ოქტომბერი 2024,   09:28
ვრცლად
აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.

რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის კაროლინაში გამართულ პრაიმერში დონალდ ტრამპმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, კენჭისყრა წარმატებული აღმოჩნდა სენატორ მარკო რუბიოსთვისაც, რომელმაც ტედ კრუზს გაუსწრო და მეორე ადგილის დაკავება შეძლო.

დემოკრატიულ კანდიდატებს შორის კი შიდაპარტიული არჩევნები ნევადაში ჩატარდა, სადაც ჰილარი კლინტონმა მთავარი კონკურენტი ბერნი სანდერსი მცირე სხვაობით დაამარცხა.

ექსპერტების შეფასებით, შედეგები გადამწყვეტი იქნება პირველი მარტის ე.წ. "სუპერ სამშაბათისთვის", როდესაც საკუთარ არჩევანს ერთდროულად რამდენიმე შტატი გააკეთებს.

კაროლინაში განცდილი მარცხის შემდეგ რესპუბლიკელმა კანდიდატმა, ჯებ ბუშმა, საპრეზიდენტო მარათონიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

დღის ამბები