08 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
რუსეთი კონფლიქტების დიპლომატიური გზებით მოგვარების მომხრეა - ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი კონფლიქტების დიპლომატიური გზებით მოგვარების მომხრეა.

განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში გამართულ საზეიმო მიღებაზე გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ პოტენციურ საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირებისთვის.

ვლადიმერ პუტინმა სირიის სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს მადლობაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცები რეგიონში საკუთარი სამშობლოს ინტერესებს იცავენ.

დღის ამბები