08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში პოლიტიკური პარტიის შექმნას არ გეგმავს

ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, ამბობს, რომ უკრაინაში პოლიტიკური პარტიის შექმნას არ გეგმავს.  

ამის შესახებ მან გადაცემა განსხვავებული აქცენტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და ამის მიზეზებიც განმარტა.  

"პარტიაზე ხალხს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, რადგან ეს უკრაინაში ოლიგარქებთან ასოცირდება," - ამბობს სააკაშვილი. 

სწორედ ამიტომ, ის გეგმავს, რომ შექმნას სახალხო მოძრაობა, როგორიც პოლონური სოლიდარნოსტი ან, თუნდაც, თავის დროზე საქართველოში ნაციონალური მოძრაობა იყო. 

 

 

დღის ამბები