08 ოქტომბერი 2024,   09:34
ვრცლად
გუნდი, რომელსაც სააკაშვილი სათავეში ჩაუდგება, საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

გუნდი, რომელსაც სააკაშვილი სათავეში ჩაუდგება, საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა განსხვავებული აქცენტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მან ისაუბრა იმაზე, რომ დღეს უკრაინის ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია, რადგან, მისივე თქმით, "უკრაინისთვის ეს არის ხაზი, წყალგამყოფი, რომლის შემდეგაც სულ სხვა ურთიერთობები ჩამოყალიბდება". 

"ეს მთავრობა უნდა წავიდეს იმიტომ კი არა, რომ მე მინდა მათი წასვლა, არამედ იმიტომ, რომ უკრაინაში შეუძლებელია ასეთი მთავრობა, რომელიც მთლიანად გამოხატავს იმ მთავრობას, რომელიც ჩამოყალიბდა პოსტსაბჭოთა, ოლიგარქიული, კორუმპირებული სახიღ," - ამბობს სააკაშვილი.

ის აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ უკრაინაში დღეს არსებული ვითარება ძალიან ჰგავს საქართველოს ვარდების რევოლუციამდე პერიოდს და ხალხი მას იმიტომ ენდობა, რომ ვითარების შეცვლის გამოცდილება აქვს.  

"ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვაიძულოთ მმართველი ელიტა, ჩაიჩოჩოს და ახალი ხალხი შემოუშვას," - ამბობს სააკაშვიკლი და დასძენს, "ამ ხალხის უმეტესბოა, ალბათ, საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას".

 

 

 

დღის ამბები