08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
არგენტინაში გოლიათი ბავშვი დაიბადა

არგენტინაში გოლიათი ბავშვი დაიბადა. ახალშობილი გოგონა 6 კილოგრამზე მეტს იწონის და სიგრძით 55 სანტიმეტრია.

ჩვილს სახელად ოლივია შეურჩიეს.

ახალშობილის დედის თქმით, მან იცოდა, რომ დიდ ბავშვს ელოდებოდა, თუმცა ოლივიას წონამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

დედა იმასაც ამბობს, რომ გოგონას ახალშობილი ბავშვის ყველა ტანსაცმელი უკვე პატარა აქვს. 

დღის ამბები