08 ოქტომბერი 2024,   09:28
ვრცლად
პოროშენკო არის ძალიან მაღალი დონის პოლიტიკოსი - მიხეილ სააკაშვილი

"პოროშენკო არის ძალიან მაღალი დონის პოლიტიკოსი, აქვს მინუსებიც და ძალიან დიდი პლიუსებიც. ახლა ვიყავით მიუნხენის კონფერენციაზე და ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა. დარბაზი ხელში აიყვანა და სიტუაცია მთლიანად ამოაყირავა," - ეს განცხადება ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა განსხვავებულ აცენტებთან საუბრისას გააკეთა.

გადაცემის წამყვანის კითხვა ეხებოდა იმას, რომ, როდესაც ოლიგარქებთან კავშირისთვის იაცენუკს აკრიტიკებენ, ჩნდება არგუმენტი, რომ პოროშენკოც დაკავშირებულია გავლენიან ოლიგარქებთან, რომლებსაც უნდათ, თავისი ინტერესები გაიტანონ. 

ამის საპასუხოდ კი სააკაშვილმა განაცხადა, რომ  "პოროშენკოს და იაცენუკის შედარება ცოტა სასაცილოა".

ამის არგუმენტად კი ის დაასახელა, რომ პოროშენკოს  რეფორმების გატარება სურს და მისი დიდი პლუსი სწორედ ეს არის.   

"აქ რომ ვართ ქართველები, ეს ხომ პოროშენკოს ინიციატივა იყო და ეს იმას ნიშნავს, რომ მას თამაშის წესების შეცვლა უნდა... პარლამენტში ჩვენი მთავარი მოკავშირეები არინ პოროშენკოს ფრაქციის შედარებით ახალგაზრდა ადამიანები ... ბევრი რაღაცაა, რასაც შეიძლება, ხელი ჩასჭიდო და სწორი მიმართულებით წარმართო," - ამბობს სააკაშვილი.  

ამასთან, ის აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ უკრაინაში ახლა გადამწყვეტი ბრძოლა მიდის და ეს ბრძოლა საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია.  

"უკრაინა არის ყეველაფრის შემკვრელი, ამიტომ ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი შანსია. ეს არის ჩემი ცხოვრების პრძოლის გადამწყვეტი ნაწილი, ასეთ დიდ ბრძოლში მე არასოდეს ვყოფილვარ," - ამბობს სააკაშვილი.  

 

 

 

დღის ამბები