08 ოქტომბერი 2024,   09:28
ვრცლად
ობამამ და პუტინმა, შესაძლოა, სირიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართონ

სირიის კრიზისთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები შესაძლოა, ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა გამართონ.  სირიის ლიდერი კი ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას შეერთებულ შტატებს აკისრებს.

ფრანგული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ არ არსებობს რუსეთის ავიაციის მიერ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის არც ერთი მტკიცებულება.

"ისინი ძალიან ზუსტები არიან შეტევებში და ყოველდღიურად მიაქვთ იერიში ტერორისტების ბაზებსა და პოზიციებზე. ეს ამერიკელებმა მოკლეს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე ქვეყნის ჩრდილოეთში," – აცხადებს ასადი.

ინტერვიუს დროს სირიის ლიდერმა ქვეყანაში თურქეთისა და საუდის არაბეთის შესაძლო შეჭრაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ანკარა და ერ რიადი სირიაში სამხედრო კონტინგენტს გაგზავნიან, მათ დამასკო ტერორისტების მსგავსად მოექცევა.

დღის ამბები