08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
ანკარის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 21 ადამიანი სასამართლოს წინაშე წარსდგა

ანკარის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 21 ადამიანი სასამართლოს წინაშე წარსდგა. ისინი პროკურორებმა დაკითხეს.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებს ამ დროისთვის სულ 22 ეჭვმიტანილი ჰყავთ დაკავებული.

მასშტაბური ტერაქტი გენ-შტაბისა და პარლამენტის შენობების მახლობლად რამდენიმე დღის წინ მოხდა. ავტობუსებთან, რომელშიც სამხედროები იმყოფებოდნენ, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ააფეთქა.

თავდასხმას, რომელზეც პასუხისმგებლობა ქურთმა მებრძოლებმა აიღეს, 28 ადამიანი ემსხვერპლა.

მომხდარის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების გაძლიერება გადაწყვიტა. 

დღის ამბები