08 ოქტომბერი 2024,   09:38
ვრცლად
დევიდ კემერონი ლონდონის მერს თხოვნით მიმართავს

დევიდ კემერონი ლონდონის მერს სთხოვს, არ შეუერთდეს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთა კამპანიას.

საკითხთან დაკავშირებით ბორის ჯონსონმა საკუთარი პოზიცია დღეს საღამოს უნდა გაახმაუროს. თუმცა ცნობილია, რომ მთელი ეს პერიოდი ლონდონის მერი პრემიერ–მინისტრის გეგმას არ ეთანხმებოდა.

რეფორმების პაკეტზე ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების შემდეგ დევიდ კემერონმა ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების თარიღად 23 ივნისი დაასახელა.

უკვე ცნობილია, რომ მინისტრთა კაბინეტის 6 წევრი ბრიტანეთის მიერ ორგანიზაციის დატოვების კამპანიას უერთდება.

დღის ამბები