08 ოქტომბერი 2024,   09:38
ვრცლად
ლონდონის მერი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას მხარს უჭერს

ლონდონის მერი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას მხარს უჭერს. ბორის ჯონსონი საკუთარი მოსაზრების გამჟღავნებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ამბობდა უარს, თუმცა ახლა მედიასთან ღიად განაცხადა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის გარეშე უნდა განვითარდეს.

ლონდონის მერის თქმით, ევროკავშირი სუვერენიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მისი პოლიტიკური მექანიზმი კი დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის.

ანალიტიკოსების თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსის პოზიცია რეფერენდუმზე, რომელიც ამ საკითხზე 23 ივლისს ჩატარდება, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ ლონდონის მერის მკვეთრი პოზიცია შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ის ქვეყნის პრემიერის თანამდებობისთვისაც იბრძოლებს.

დღის ამბები