08 ოქტომბერი 2024,   09:35
ვრცლად
ერაყში რამდენიმე თვის წინ დაკარგული რადიაქტიური მასალა იპოვეს

ერაყში რამდენიმე თვის წინ დაკარგული რადიაქტიური მასალა იპოვეს. სპეციალური კონტეინერი, რომელშიც მასალა ინახებოდა, ქალაქ ბასრასთან აღმოაჩინეს.

წინასწარი შემოწმების შედეგად რადიაციის გაჟონვის კვალი აღმოჩენილი არაა, მასალა კი უსაფრთხოდ იყო დაცული.

რადიაქტიური ნივთიერება ირიდიუმი ნავთობკომპანია ვითერფორდის კუთვნილი ქარხნიდან ნოემბერში მოიპარეს. გამოძიება ვარაუდობდა, რომ მასალა ტერორისტულმა ჯგუფებმა ბომბების დასამზადებლად გამოიყენეს.

დღის ამბები