08 ოქტომბერი 2024,   09:34
ვრცლად
სირიაში მომხდარი ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

სირიაში მომხდარი ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. თავდასხმებს, ბოლო მონაცემებით, 140 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 300-ს აღწევს.

ტერაქტები რამდენიმე საათიანი ინტერვალით ჰომსსა და დამასკოში მოაწყვეს. დამასკოში 4 აფეთქება, რომელშიც თვითმკვლელი ტერორისტებიც მონაწილეობდნენ, შიიტურ რაიონში მოხდა. შედეგად 83 ადამიანი დაიღუპა.

ჰომსში კი ორი დანაღმული მანქანა ალავიტებით დასახლებულ უბანში ააფეთქეს. თავდასხმას აქ 57 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები