08 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
გერმანიაში მიგრანტების თავშესაფარი დაიწვა

გერმანიაში მიგრანტებისთვის აშენებული თავშესაფარი დაიწვა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ცეცხლი შენობას განზრახ წაუკიდეს. შემთხვევა საქსონიაში მოხდა.

ხანძრის ლოკალიზებას 70-მდე მეხანძრე 3 საათს ცდილობდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციელებიც, რომლებმაც 2 ახალგაზრდა დააკავეს.

იმ დროს, როდესაც თავშესაფარი იწვოდა, ისინი კმაყოფილებას გამოხატავდნენ.

ახალგაზრდების დაკავების მოტივი სახანძრო ბრიგადისა და პოლიციისთვის მუშაობის ხელისშეშლა გახდა.

დღის ამბები