08 ოქტომბერი 2024,   09:35
ვრცლად
მაკქუინის მოდის სახლი - ლონდონში ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი ჩვენება გამართა

ალექსანდრ მაკქუინის მოდის სახლმა ბრიტანეთის დედაქალაქში ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი ჩვენება გამართა.

2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია დიზაინერმა სარა ბარტონმა ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგინა. ახალ ნამუშევრებს შორის უმეტესობა გამჭვირვალე კაბები იყო, რომლებიც დიზაინერმა ბრჭყვიალა და ლითონის დეტალებით გააფორმა.

კოლექციაში ასევე ჭარბობდა ბეწვისა და ტყავის მოსაცმელები, რომლებზეც პეპლები იყო ამოქარგული. ახალ კოლექციაში სარა ბარტონმა ძირითადად შავი და ვარდისფერი ქსოვილი გამოიყენა. ლონდონის მოდის კვირეული დღეს სრულდება.

დღის ამბები