08 ოქტომბერი 2024,   09:28
ვრცლად
ჯონ ლენონის თმა 35 ათას დოლარად გაიყიდა

ჯონ ლენონის თმა დალასის აუქციონზე 35 ათას დოლარად გაიყიდა. 10 სანტიმეტრის სიგრძის თმას 50 წლის განმავლობაში ინახავდა სტილისტი, რომელმაც მუსიკოსს თმა 1966 წელს ფილმის როგორ მოვიგე ომი გადაღებისთვის შეჭრა. თმები ბრიტანელმა კოლექციონერმა შეიძინა.

აუქციონზე Bittles-ის სხვა ნივთებიც იყო გატანილი, მათ შორის ფოტო ბენდის ოთხივე წევრის ხელმოწერით, რომელიც 42 ათას დოლარად გაიყიდა და შეერთებულ შტატებში Bittles-ის პირველი კონცერტის ბილეთი, რომელშიც 30 ათასი დოლარი გადაიხადეს.

დღის ამბები