08 ოქტომბერი 2024,   09:35
ვრცლად
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ თეთრ სახლში 106 წლის ქალბატონს უმასპინძლეს

106 წლის ამერიკელმა ქალმა ოცნება აისრულა. ვირჯინია მაკ-ლორინს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ თეთრ სახლში უმასპინძლეს. გულთბილი დახვედრის შემდეგ, მოხუცმა ბარაკ და მიშელ ობამებთან ერთად იცეკვა კიდეც. მისი თქმით, ვერ წარმოიდგენდა, რომ ოცნება აუხდებოდა და პრეზიდენტის რეზიდენციაში მოხვედრას შეძლებდა.

დღის ამბები