08 ოქტომბერი 2024,   09:39
ვრცლად
ბრიტანელი ბიზნესმენები ევროკავშირიდან გამოსვლის შემთხვევაში ეკონომიკურ საფრთხეებს ელიან

ბრიტანეთის ბიზნესსექტორი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ გამოდის. მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაციის დატოვების შემთხვევაში ბრიტანეთის ეკონომიკა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რასაც უმუშევრობის ზრდაც და ინვესტიციების შეჩერება მოჰყვება.

წერილს ხელს 100 კომპანია აწერს. მოსალოდნელ კრიზისზე საუბრობს ქვეყნის პრემიერ მინისტრიც. პარლამენტში გამოსვლისას დეივიდ კამერონმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დატოვების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებით პირველ რიგში მოსახლეობა დაზარალდება.

რეფერენდუმი 23 ივნისს ჩატარდება. ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთა კამპანიას ლონდონის მერი ბორის ჯონსონი ხელმძღვანელობს.

დღის ამბები