საპროტესტო აქცია გაიმართა ფოთში. სოციალურად დაუცველებმა მალთაყვაში გურიის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. თუმცა, აქცია სამართალდამცველებმა მალე დაშალეს.
ყოფილი სასტუმროს შენობაში მცხოვრები პირები ელექტროენერგიას ოთხოვენ. დავალიანების გამო, მათ დენის მიწოდება შეუწყდათ.
სოციალურად დაუცველები საუბრობენ, რომ საფასურის გადახდის საშუალება მათ არა აქვთ. ისინი ერთი მრიცხველით სარგებლობენ და ენერგოკომპანიას ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას სთხოვენ.
ადგილობრივი მთავრობის წევრები აქციას "მართულს" უწოდებენ. თუმცა ამბობენ, რომ პრობლემა მალე მოგვარდება.