08 ოქტომბერი 2024,   09:38
ვრცლად
ბელგია საფრანგეთის საზღვართან საპასპორტო კონტროლს აწესებს

ბელგია საფრანგეთის საზღვართან საპასპორტო კონტროლს აწესებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ზომები, რომლებიც შენგენის შეთანხმების შეზღუდვას ითვალისწინებს, უვადოდ ამოქმედდება.

გადაწყვეტილება ბრიუსელში მას შემდეგ მიიღეს, რაც საფრანგეთმა ქალაქ კალეში მიგრანტების თავშესაფრის დიდი ნაწილის დახურვა გადაწყვიტა. ბელგიის ხელისუფლება შიშობს, რომ უსახლკაროდ დარჩენილი მიგრანტები სწორედ ბელგიის საზღვრის გადალახვას შეეცდებიან.

გერმანიასთან სასაზღვრო კონტროლის გახანგრძლივების განკარგულება გასცა დანიამ. მიზეზი არალეგალი მიგრანტების ნაკადის შეჩერებაა.

დღის ამბები