08 ოქტომბერი 2024,   09:38
ვრცლად
რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის, ნევადაში, შიდაპარტიულ არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ნევადაში გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებში დონალდ ტრამპმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით, მან ხმების 42 პროცენტი მოაგროვა.

ნიუ ჰემფშირისა და სამხრეთ კაროლინის შემდეგ, ეს მილიარდერი ბიზნესმენისთვის ზედიზედ მესამე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. მეორე ადგილის დასაკავებლად ერთმანეთს სენატორები მარკო რუბიო და ტედ კრუზი ებრძვიან, რომლებიც ბოლო კვირის განმავლობაში ურთიერთკრიტიკით გამოირჩეოდნენ.

გავრცელებული ცნობით, ნევადის შიდაპარტიულ არჩევნებში ამომრჩევლის რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. მომდევნო კენჭისყრა 1 მარტს ერთდროულად 15 შტატში ჩატარდება.

დღის ამბები