08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
იტალიამ აშშ-ის ელჩი დაიბარა - მიზეზი wikileaks-ის მიერ გავრცელებული ცნობაა

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის შეერთებული შტატების ელჩი დაიბარეს. მიზეზი wikileaks-ის მიერ გავრცელებული ცნობა გახდა, რომ ამერიკის სპეცსამსახურები სილვიო ბერლუსკონისა და მისი თანაშემწეების სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ.

დოკუმენტები 2011 წელს იტალიის პრემიერმინისტრის ანგელა მერკელთან და ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრის დეტალებს მოიცავდა.

ბრალდებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.

დღის ამბები