08 ოქტომბერი 2024,   09:39
ვრცლად
ძლიერმა ტორნადომ ლუიზიანასა და მისისიპის შტატებს გადაუარა - არიან დაღუპულები

ძლიერმა ტორნადომ ლუიზიანასა და მისისიპის შტატებს გადაუარა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამინი, ხოლო 30-მდე დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე სამაშველო რაზმებია მობილიზებული. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და გზები. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ლუიზიანას შტატში ტორნადომ 160-მდე მობილური სახლი და ტრაილერი გაანადგურა. ადგილზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მეტეოროლოგები ძლიერი შტორმის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გადანაცვლებას პროგნოზირებენ.

დღის ამბები