08 ოქტომბერი 2024,   09:39
ვრცლად
ნეპალში გაუჩინარებული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 23 ადამიანი გარდაიცვალა

ნეპალში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 23 ადამიანი გარდაიცვალა.

უბედურ შემთხვევას ვერავინ გადაურჩა. გარდაცვლილებს შორის ჩინეთისა და ქუვეითის მოქალაქეები არიან, 2 მათგანი ბავშვია.

ფრენას კომპანია Tara Air-ი ასრულებდა პოხარადან კატმანდუს მიმართულებით. თუმცა თვითმფრინავმა საჰაერო მიმოსვლის მეთვალყურესთან კავშირი დაკარგა და კატასტროფა განიცადა. უბედური შემთხვევის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის. 

პოლიციის ოფიცრის თქმით, თვითმფრინავი ნაწილებათ დაიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ გადარჩენილა. ეს ქვეყნის ისტორიაში რიგით მეორე საჰაერო კატასტროფაა. მსგავსი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ნეპალში 2014 წელს 18 ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები