08 ოქტომბერი 2024,   09:38
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა და ბაშარ ასადმა სირიაში ცეცხლის შეწვეტის საკითხი განიხილეს

სირიაში ცეცხლის შეწვეტის საკითხი ვლადიმერ პუტინმა და ბაშარ ასადმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, სირიის ლიდერმა პირობა დადო, რომ მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ შეთანხმებას სრულად შეასრულებს.

მისივე თქმით, რუსეთისა და შეერთებული შტატების მიერ შეთანხმებული გეგმა სამთავრობო ძალებთან და ოპოზიციასთან თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

ცეცხლის შეწვეტის რეჟიმი 27 თებერვალს შევა ძალაში და ის არ ეხება ისლამურ სახელმწიფოსა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას.

დღის ამბები