AMNESTY INTERNATIONAL-ისა ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელის ელენე ხოშტარიას თქმით, მთვარობის ქმედებების გამო საქართველომ ნეგატიური შედეგები მიიღო.
“ის, რომ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ადამიანის უფლებებში, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მთავარ პრობლემად ასახელებს რუსთავი 2-ს, ეს არის უკვე ის დამდგარი ნეგატიური შედეგი, რაც ჩვენ მივიღეთ მთვარობის ქმედებების გამო. ეს არის ის შედეგი, რომელსაც ყველგან გვაჩვენებენ, ყველაგნ წამოგვაძახებენ და რომელიც ზოგადად შეაფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩამოყალიბებული აზრია, რომ საქართევლოში არის პოლიტიკური დევნა,“ - განაცხადა ხოშტარიამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, მთავრობის ქმედებები არ დარჩებოდა საერთაშორის პარტნიორების ყურადღების მიღმა.
“ცხადია ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ აქ იყო დაინტერესება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მთვარობაზე, რომ რუსთავი 2-ის მფლობელები შეცვლილიყვნენ, ამაზე ისინი საუბრობდნენ ღიადაც და ამას დიდი დამტკიცებაც არ სჭირდებოდა, შესაბამისად ის ქმედებები, რაც მათ განახორციელეს ამან იმოქმედა და ეს არ დარჩებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების გარეშე,“ - აღნიშნა გიგაურმა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი