20 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
ხელისუფლების ბრძოლა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ AMNESTY INTERNATIONAL-ის დასკვნაშიც მოხვდა

ორგანიზაცია AMNESTY INTERNATIONAL მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოსა და რუსეთავი 2-ში არსებულ მდგომარეობაზე არის საუბარი.

”სამართლებრივი დავა ოპოზიციურ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით იწვევს შეშფოთებას გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით,”- ნათქვამია ანგარიშში.

AMNESTY INTERNATIONAL-ის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში წერია, რომ "ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქმე რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ ყოფილმა მფლობელმა, ხელისუფლების კარნახით წამოიწყო და ის ოპოზიციისთვის აზრის გახმოვანების მთავარი საშუალების ჩამორთმევას ისახავდა მიზნად.”

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ არსებობს ბრალდებები სასამართლო სისტემაზე პოლიტიკურ ზეწოლასთან და შერჩევით სამართალთან დაკავშირებითაც. ეს ბრალდებები განსაკუთრებით საყურადღებოა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა მეორე დღეს კვლავ დააპატიმრეს.

ორგანიზაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს სამართალდამცველების მიერ მშვიდობიანი შეკრებების შეზღუდვისა და მათი დაშლის ფაქტებზე.

დღის ამბები