20 ნოემბერი 2024,   05:16
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლო "რუსთავი 2-ისა" და "TV საქართველოს" სარჩელს 10 საათი განიხილავდა

საკონტიტუციო სამართლომ სამაუწყებლო კომანია რუსთავი 2-ის და TV საქართველოს კიდევ ერთი სარჩელის არსებითი განხილვა დაასრულა. ე.წ. ამორალურ გარიგებებთან დაკავშირებით მხარეებს მხოლოდ დასკვნითი სიტყვები დარჩათ წარმოსათქმელი. დღეს კი, საკონსტიცუიო სასამრთლოს მოსამართლეები თითქმის 10 საათის განმავლობაში ისმენდნენ მხარეთა პოზიციებს. მათ გამოჰკითხეს მოსარჩელე მხარის წარმოდგენილი სამართლის ექსპერტიც. სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროფესორს მოსამართლეები თითქმის 6 საათის განმავლობაში უსმენდნენ. დავით კერესელიძემ სადაო ნორმასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარი საკმაოდ დეტალური პოზიცია გააცნო. მისი პოზიცია თითქმის ემთხვევა მოსარჩელე მხარის პოზიციას. სამართლის ექსპერტს დავით კერესელიძეს მიაჩნია, რომ ეს ნორმა არის ბუნდოვანი და არ არის მკაცრად გაწერილ ჩარჩოებში მოქცეული.

“საკონსტიტუციო სასამართლოს სამსჯელოა და რა თქმა უნდა მოსამართლის პრეროგატივაში არ მინდა რომ ჩავერიო. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი როლი ამ შემთხვევაში განისაზღვრებოდა სადაო ნორმების მოქმედებით, საქართველოს კანონმდებლობაში. იმით თუ როგორ მოქმედებს ეს სხვა ქვეყნებში, როგორი დატვირთვა აქვს მას და შესაბამისად რამდენად მნიშვნელოვანია ამ ნორმებით ასეთი ფორმით არსებობა ჩვენს ქვეყანაში,“-განაცხადა კერესელიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს საკუთარი პოზიციის უფრო თვალსაჩინო წარმოდგენისთვის დავით დავით კერესელიძემ მაგალითებიც წარუდგინა. 

რაც შეეხება რუსთავი2-ის იურისტებს, მოსმენის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ სპეციალისტის არგუმენტაცია იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი.

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი ექსპერტი არის ძალიან მაღალკვალიფიციური ექსპერტი და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აზრით და ეს აისახება აგრეთვე გადაწყვეტილებაზე,“-განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

განსხვავებული პოზიცია აქვს პარლამენტის იურისტს. თამარ მესხია მიიჩნევს, რომ არგუმენტები არ უნდა იქნას გაზიარებული და ნორმა უნდა იქნას კონსტიტუციის შესაბამისად ცნობილი. 

დღის ამბები