20 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
95 წელი საქართველოს ანექსიიდან

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. თარიღის გამო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - პარლამენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებზე - დღეს სახელმწიფო დროშები დაეშვება.

1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად, საქართველოს ანექსია მოახდინა. მათ ქართველი იუნკერები, 25 თებერვალს ტაბახმელა-კოჯორში დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. საქართველოს მთავრობა კი ემგირაციაში წავიდა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს გამოაცხადა. 

 

დღის ამბები