20 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
აფენში დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში დაკავებული სამი მამაკაცისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღეს გურჯაანის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

სხდომაზე დაცვის მხარე ბრალდებულების დარბაზიდან უპირობო გათავისუფლებას ან გირაოს შეფარდებას მოითხოვს. სამ ადგილობრივ მოსახლეს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

მათ დაპატიმრებას წინ ხმაური უღძოდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამართალდამცველები დაკავებულებს სასტიკად გაუსწორდნენ. ადგილობრივები დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის დროს სამივე ბრალდებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს. უწყების მტკიცებითვე, პოლიციელებს დაზიანებები აღენიშნებათ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები