08 ოქტომბერი 2024,   09:29
ვრცლად
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ეჭვობს, რომ სირიის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სარგებელს მხოლოდ ბაშარ ასადს მოუტანს

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ეჭვობს, რომ სირიის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სარგებელს მხოლოდ ბაშარ ასადს მოუტანს. განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში, გუბერნატორებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ერდოღანის თქმით, სამთავრობო ძალები და რუსეთი ზავის პერიოდს, ტერორისტებთან ბრძოლის საბაბით, ოპოზიციურ ჯგუფებზე იერიშების მისატანად გამოიყენებენ. სიტყვით გამოსვლის დროს თურქეთის ლიდერმა ოფიციალური მოსკოვი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

პარალელურად, ანკარა სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაციას განაგრძობს. დიარქაბირში ორმხრივი სროლისა და შეტაკების შემდეგ სპეცრაზმელებს 3 ეჭვმიტანილი ჩაბარდა. 

დღის ამბები