08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
თურქეთის სანაპირო დაცვამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 350-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა

თურქეთის სანაპირო დაცვამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 350-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. სამაშველო ოპერაცია სამ ნავზე ჩატარდა.

გადარჩენილთა უმეტესობა სირიის მოქალაქეები არიან, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთის სხვადასხვა კუნძულზე გადასვლას ცდილობდნენ. მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერები 7 მარტს საგანგებო სამიტს გამართავენ.

დღეს კი პრობლემაზე ბრიუსელში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. სახელმწიფოების ნაწილი დევნილთა მიღებაზე შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს.

დღის ამბები