08 ოქტომბერი 2024,   09:36
ვრცლად
Brit Awards-ის გამარჯვებული ადელი გახდა

ლონდონში წლის საუკეთესო მომღერლები გამოავლინეს. Brit Awards-ის გამარჯვებული ადელი გახდა, რომელმაც 4 მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა. ადელი გახდა წლის საუკეთესო სოლო შემსრულებელი და მას გადაეცა ჯილდო წლის საუკეთესო ალბომისთვისაც.

ჯილდო აიღო ჯგუფმა ქოულდპლეიმ, რომელიც წლის საუკეთესო ბრიტანულ ჯგუფად აღიარეს. მამაკაცებს შორის წლის საუკეთესო მომღერლის სტატუსი კრის ბეის მიანიჭეს.

ბრით ევორდსის დაჯილდოების ცერემონიაზე განსაკუთრებული პატივი მიაგეს დეივიდ ბოუის ხსოვნას. სცენაზე მისი მეგობრები - ენი ლენოქსი და გარი ოლდმანი მიიწვიეს და ბოუისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცეს.

დღის ამბები