08 ოქტომბერი 2024,   09:29
ვრცლად
ძლიერი შტორმი შეერთებულ შტატებში - ყველაზე მეტად ვირჯინია დაზარალდა

ლუიზიანისა და მისისიპის შემდეგ ძლიერმა შტორმმა შეერთებული შტატების სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებს გადაუარა. სტიქიამ ყველაზე მეტად ვირჯინია დააზარალა. არის მსხვერპლიც. 3 ადამიანი, მათ შორის 2 წლის ბავშვი, იმ დროს დაიღუპა, როდესაც მათი საცხოვრებელი ქარმა წაიღო.

დაზარალებულ რეგიონებში ვირჯინიის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. უამინდობის გამო სტიქიის ზონაში ამ დრომდე შეფერხებულია საავტომობილო მიმოსვლა.

სასწავლო პროცესი შეწყდა ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატებშიც.

 

დღის ამბები