08 ოქტომბერი 2024,   09:32
ვრცლად
ჯონ კერი სირიის ჩრდილოეთით უსაფრთხოების ზონის შექმნაზე საუბრობს

ჯონ კერი სირიის ჩრდილოეთით უსაფრთხოების ზონის შექმნას სახმელეთო ჯარის მხარდაჭერის გარეშე გამორიცხავს.

სენატში სიტყვით გამოსვლისას შეერტებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზონა პენტაგონის გათვლებით, რეგიონში 30 ათასამდე ქვეითი ჯარისკაცის განლაგებას საჭიროებს.

ჯონ კერი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ მზად არ არის. ცეცხლისშეწყვეტის რეჟიმი სირიაში 27 თებერვალს ამოქმედდება.

თუ მხარეები შეთანხმებას არ შეასრულებენ, ვაშინგტონში ალტერნატიული სამოქმედო გეგმას განიხილავენ. ერთ-ერთი უსაფრთხოების ზონის შექმნას ითვალისწინებს.

დღის ამბები