20 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
გაფიცულ მაღაროელებს კომპანია ახალ სახელფასო მოდელს სთავაზობს

გაფიცულ მაღაროელებსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის ჯანდაცვის სამინისტრო შუამავლის ფუნქციას ასრულებს. უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი დაწყებულია.

მისი განმარტებით, კომპანიამ გაფიცულებს ახალი სახელფასო მოდელი წარუდგინა და მათ უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებასაც დაპირდა.

ელზა ჯგერენაიას ინფორმაციით, გაფიცულების საინიციატივო ჯგუფი შეთავაზებით კმაყოფილია.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში პროცესებში კვლავ ჩაერთვებიან და საქმის მსვლელობას მონიტორინგს გაუწევენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები