08 ოქტომბერი 2024,   09:39
ვრცლად
ირანში დღეს ახალ პარლამენტს ირჩევენ

დასავლეთთან ისტორიული ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ქვეყანაში ეს პირველი არჩევნებია. რეფორმატორებმა და ცენტრისტებმა, რომლებიც პრეზიდენტ როუჰანის უჭერენ მხარს, კოალიცია ჩამოაყალიბეს.

კოალიციის მიზანი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში რადიკალურად განწყობილი კონსერვატორების რიცხვის შემცირებაა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 55 მილიონი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. 290 პარლამენტართან ერთად, მათ 88 სასულიერო პირი უნდა აირჩიონ  უმაღლესი რელიგიური ორგანოსთვის-ექპერტთა საბჭოსთვის, რომელიც თავის მხრივ, ქვეყნის სულიერ ლიდერს ნიშნავს.

საარჩევნო უბნები ირანის დროით 18 საათზე უნდა დაიხუროს.

დღის ამბები