08 ოქტომბერი 2024,   09:38
ვრცლად
ტერორისტულ თავდასხმას ერაყში 15 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმა შიიტურ მეჩეთზე განახორციელეს.

თვითმხილველთა თქმით, პირველი აფეთქება მეჩეთში მოხდა. მეორე ტერორისტმა კი შემთხვევის ადგილზე სამართალდამცაველებისა და მოსახლეობის მისვლის შემდეგ აიფეთქა თავი. დაღუპულთა შორის ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც არიან.

ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები