08 ოქტომბერი 2024,   09:35
ვრცლად
„სირიაში კონფლიქტის დასრულების მთავარი წინაპირობა ISIS-ის განადგურება და ბაშარ ალ ასადის პოსტიდან გადაყენებაა“ - ბარაკ ობამა

ბარაკ ობამამ სახელმწიფო დეპარტამენტში უშიშროების საბჭოსთან შეხვედრა გამართა. განხილვის მთავარი თემა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სირიაში კონფლიქტის დასრულების მთავარი წინაპირობა ამ დაჯგუფების განადგურებაა.

ბარაკ ობამამ რუსეთის საჰაერო კამპანიის შესახებაც ილაპარაკა და განაცხადა, რომ რუსეთის ავიაიერიშებმა ბაშარ ალ ასადის პოზიციები გაამყარა, მისი პოსტიდან გადაყენების გარეშე კი სირიელი ხალხი ვერ შერიგდება და ვერც ტერორისტებს დაამარცხებს.

დღის ამბები