08 ოქტომბერი 2024,   09:39
ვრცლად
კიევში 5-სართულიანი სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ერთი ადამიანი დაიღუპა კიევში ხუთსართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად. უბედური შემთხვევა სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, მშენებლობაზე 8 კაციანი ბრიგადა მუშაობდა, თუმცა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული. კიევის მერის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა.

დღის ამბები